ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში რჩებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში 6 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება