შოთა რეხვიაშვილი-მოგიწოდებთ ყველას ,თამაშის დრო არ გვაქვს, მოვითმინოთ თუნდაც ორი კვირა

 მოგიწოდებთ ყველას თამაშის დრო არ გვაქვს,თუ გინდათ,რომ დასრულდეს ეს გაუგებრობა უნდა მოვინდომოთ , რამდენიმე დღე, თუნდაც ორი კვირა ,რომ ჩვენ შევწყვიტოთ შიდა ჯაჭვი-ამის შესახებ ჟურნალსიტებს ,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა,შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მხარის პირველმა პირმა, მოსახლეობას შეზღუდვების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა,რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, მოსახლეობამ ვირუსის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. 

შოთა რეახვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებულ ორ შემთხვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ცხრა პირის გამოკვლევის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

“30 ადამიანზე იყო გაგზავნილი, 21 გამოკვლეულია, ცხრა საკვლევი მასალა პროცესშია და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. იმ კონტაქტებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე,რაც იყო და ,რასაც ველოდებით, არის არასასურველი,თუმცა დამაიმედებელი,რომ ფართომასშტაბიან გავრცელებას თავიდან ავირიდებთ,თუმცა ბევრი კონტაქტია. 

მოგიწოდებთ ყველას, თამაშის დრო არ გვაქვს, ტუ გინდათ,რომ დასრულდეს ეს გაუგებრობა უნდა მოვითმინოთ,რამდენიმე დღე, თუნდაც ორი კვირა,რომ ჩვენ  შევწყვიტოთ შიდა ჯაჭვი.

ამ ორი კონტაქტიდან , ერთია სასწრაფო სამედიცინო მძღოლის კარის მეზობელი,რომელსაც არ ჰქონდა შემდგომი კონტაქტები და მეორეა საწარმოს თანამშრომელი, რომლის კავშირებიც ასევე ცნობილია”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა