სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა. შუახნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.