უხანის მოსახლეობას ხელისუფლებამ ქალაქის დატოვების ნებართვა მისცა.
ჩინეთის ხელისუფლებამ უხანიდან გამოსასვლელი მაგისტრალები გახსნა და მოქალაქეებს ნება დართო, ქალაქი ავტომანქანებით დატოვონ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ქალაქი უხანი კოვიდინფექციის ეპიდემიის გავრცელების კერა იყო და 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი,
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 23 იანვრიდან უხანში მეტრო, აეროპორტი, რკინიგზის სადგური და ავტობუსები არ მუშაობდა. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჰქონდათ.