ჩინეთში, მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს. კვლევის პირველადი შედეგები ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოქვეყნდა.
„დაწყებულია გაწმენდილი ინაქტივირებული ვაქცინა PiCoVacc-ის საპილოტე წარმოება, რომელმაც თაგვების, ვირთხებისა და მაიმუნების ორგანიზმში ანტისხეულები შექმნა. ამ ანტისხეულებს ვირუს SARS-CoV-2-ის სულ მცირე 10 სხვადასხვა შტამის ნეიტრალიზება შეუძლიათ. ვაქცინის მცირე და დიდმა დოზებმა ნაწილობრივ ან სრულად დაიცვეს მაკაკები კორონავირუსით ინფიცირებისგან“, – აღნიშნავენ მეცნიერები.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.