წმინდა ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.

ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.