რუსთავში მდებარე ეკლესია რუსთავის საკრებულოს წევრის შესახებ განაცხადებას ავრცელებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეკლესიის Facebook-ის გვერდზე წერია ის ტაძრის მრევლია, თუმცა წინა კვირას ის წირავას არ ესწრებოდა.
„რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებული „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენ მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. რადგან აღნიშული პიროვნება ტაძარში არ მოსულა, ცხადია, არც წმინდა ზიარება მიუღია. არ ზიარებულა იგი წინა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც.
თხოვნა გვექნება, ამასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს ნუ გაავრცელებთ და ნურაფერს მოიგონებთ ღვთისმსახურება ჩვენს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს. მრევლი ეზოში დგას და ისმენს ლოცვას. დაცულია მანძილი ადამიანებს შორის, გახმოვანებულია ტაძრის ეზო“- აცხადებენ ეკლესიაში.