ხვალიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან  პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება.

ჩიქოვანის თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს ეკისრებათ და იურიდულ პირებზე პასუხისმგებლობა 15 ათასი ლარით განისაზღვრა.