ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვირუსი მეორედ არ დაემართებათ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განკურნებულებს ე.წ. „იმუნიტეტის პასპორტები“ ან „რისკისგან თავისუფლების სერტიფიკატები“ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს COVID 19-ის გავრცელების რისკს გაზრდის.
გასულ კვირას ჩილეში განაცხადეს, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულებს „ჯანმრთელობის პასპორტებს“ გადასცემენ. მოწმობას ისინი სისხლში ანტისხეულების დაფიქსირების შემდეგ მიიღებენ.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განკურნებულებს ე.წ. „იმუნიტეტის პასპორტები“ ან „რისკისგან თავისუფლების სერტიფიკატები“ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს COVID 19-ის გავრცელების რისკს გაზრდის.









