17 აპრილიდან 10 დღის ვადით, საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება

პრემიერ-მინიტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.

„საგანგებო მდგომაროების ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. და ბოლოს, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად რა შეზღუდვები იქნება დაწესებული ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.