27 აპრილიდან ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

27 აპრილიდან ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება-ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ,ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობამ სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით მიიღო და ორი-სამი კვირის შემდეგ სხვა შეზღუდვების მოხსნა დაიწყება. 

“ორშაბათიდან 27 აპრილიდან,დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2 -3 კვირის შემდეგ აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას ,ეკონომიკური ცხოვრების ხელშესაწყობად”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა