მარნეულში საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა-ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერი ,ზაურ დარგალი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტს 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.
“საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა.
მსურს, „აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით.”-აცხადებს მარნეულის მერი,ზაურ დარგალი