მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ის იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დღეს განმეორებით ავიღეთ ანალიზი და თუ მივიღეთ დადებითი პასუხი, ამ დღეებში მას გავწერთ“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცრების 170 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა – 2.