9 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის  შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აპრილს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მესხიშვილის, ლომოურის, ფალიაშვილის, აზოტის მ/ტ, მეგობრობის, სანაპიროს, მარჯანიშვილის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.