კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია და ის ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო. ამის შესახებ კლინიკის ინფექციონისტმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
„გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო.
ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა, სამი კრიტიულ მდგომაროებაში და ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიომის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ინფორმაციისთვის, ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრის გარდაცვალების მეორე ფაქტია.