COVID-19 ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 17 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების კი – დამაკმაყოფილებელი.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 521 შეთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა,5 კი დაიღუპა.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის  დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ  „კოვიდ 19“  770 ადამიანს დაუდასტურდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით,  ქვეყანაში ამ დროისთვის 686 პაციენტს მკურნალობენ, 43 უკვე გამოჯანმრთელდა, 7  დაიღუპა.