StopCoV ფონდში დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund