ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – დაშავდა ერთი ადამიანი (+ფოტო)

 რუსთავში მე-19 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.შეჯახების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

 შემთხვევის შედეგად დაშავდა 67 წლის მამაკაცი,რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც კლინიკა რუსთავში Tv4-ს განუცხადეს, პაციენტს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

ადგილზე ორი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.