ამირან გამყრელიძე-30-30 შემთხვევა,ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლისას განგაშის საფუძველია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ე.წ. ნახტომი ბოლო სამ დღეში ორჯერ დაფიქსირდა.

როგორც ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განმარტა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა.

„სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერჯერობით დაბალია, 0,9%-ია და ძალიან გვინდა, რომ ეს ე.წ. ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია შევინარჩუნოთ და ნახტომები არ გვქონდეს. სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როცა 30-30 შემთხვევა გვქონდა, რაც უკვე ძალიან დამაფიქრებელი და საგანგაშოა. ეს მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში სერიოზულად იკიდებს ფეხს და ეს არის სწორედ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლისას განგაშის საფუძველი“, – განაცხადა გამყრელიძემ.