დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას.
„შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. დღეს მანქანები მოძრაობენ, რაც რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ეკონომიკა თანდათან უნდა ამუშავდეს, რადგან ეკონომიკის განვითარების გარეშე ცხოვრება რთული იქნება, მაგრამ ძალიან დიდხანს, ვთქვათ, წლის ბოლომდე აუცილებლად დარჩება რიგი შეზღუდვები, როგორიც არის ხელების ხშირი დაბანა, დახურულ სივრცეებში პირდბადეების ტარება, უარის თქმა ბევრი ხალხის შეკრებაზე და დიდ თავყრილობებზე; უარის თქმა დიდ სუფრებზე…“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, გარკვეულ ღონისძიებებზე უარის თქმა აუცილებლად მოგვიწევს მანამ, სანამ ეფექტური ვაქცინა არ შეიქმნება, ან პოპულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება.







