ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გუშინ გაიმართა.