ბოლნისის მუნიციპალიტეტში 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 92 პირის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ “ტვ4-ს” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

მათი თქმით, დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 95 საკვლევი მასალიდან “კოვიდ-19-ზე”  92 არ დადასტურდა, ხოლო 3 ადამიანის ტესტი ისევ გამოკვლევის ეტაპზეა. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტი იმ 95 პირს ჩაუტარდა, რომლებსაც კოვიდინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. 

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო მონაცემებით, გუშინ კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აღნისბნული შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

მხარის პირველი პირის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ოთხი შემთხვევიდან ორი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება, ორი შემთხვევა კი სოფელ სავანეთის ოჯახურ კლასტერთან არის კავშირში.