ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციაში საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ჩაერთო. კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით 40 სასურსათო პაკეტი შეიძინა და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს გადასცა.
შეგახსენებთ, ბოლნისში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 93-მდე გაიზარდა.