ბოლნისში 203 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი ორს დაუდგინდა.კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ. კლინიკის ინფორმაციით ეპიდემიოლოგები მუშაობენ კლასტერების და ინფექციის წყაროს დასადგენად.
საერთო ჯამში ლაბორატორიაში 267 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და 64 პირთან დაკავშირებით კვლევა გრძელდება. მათ შორის ერთი ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტია.
ჯამში მუნიციპალიტეტში 60 კოვიდინფიცირებულია.მათგან ორი გარდაიცვალა, ორი კი გამოჯანმრთელდა.