ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 95 საკვლევი მასალიდან, პასუხები უკვე ცნობილია, კოვიდ-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “ტვ4-ს” ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტი იმ 95 პირს ჩაუტარდა, რომლებსაც კოვიდინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ინფორმაციისთვის, ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის სულ 75 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში 15, რუსთავში კი ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა.