ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე საკუთარი ტესტის პასუხს 164 ადამიანი ელოდება. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავილი.
ამ დროისთვის ბოლნისში, კორონავირუსის 58 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ორი გამოჯანმრთელებულია, ორი კი – გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 392, ხოლო კარანტინში 86 ადამიანი იმყოფება.
პარალელურად, ამ ხნის განმავლობაში, ბავშვთა კვებით უზრუნველყოფილია 30 ოჯახი, ხოლო სურსათით დახმარება 6 472 ოჯახს გაეწია.
ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მერიის შენობაში, ბენზინგასამართ სადგურებსა და დაინფიცირებულთა სახლებში.