ბოლნისში, COVID19-ზე ტესტის პასუხს 20 ადამიანი ელოდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს  გამოსაკვლევად 20 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დრომდე, ბოლნისში სულ COVID19-ის 95 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ხუთი გამოჯანმრთელებულია, ორი კი – გარდაიცვალა.

მუნიციპალიტეტში გრძელდება განმეორებით თერმოსკრინინგის პროცესი. მოხალისეების ჩართულობით დღეს შემოწმება გაიარა 1 788 ადამიანმა. სულ  მეორე ეტაპზე თერმოსკრინინგი 32 772  მოქალაქემ გაიარა.

ბოლნისში, ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 182 ადამიანი, ხოლო კარანტინში 99 პირი.