ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები კონტაქტების დადგენას აგრძელებენ.
ამ დრომდე ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 27 პირია მოძიებული, მათგან 14 პირი მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა და შესაბამისად, კარანტინში არიან გადაყვანილები.
გარდა ამისა, ბოლნისის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 2 ადამიანია მოთავსებული. ცნობილი ხდება, რომ 71 ადამიანი, რომლებიც ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზონის გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტში ჩაიკეტნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტერიტორია დატოვეს და ისინი 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო პერიოდს რუსთავისა და თბილისში გაივლიან.
რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტს. ამ დროისთვის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” საეჭვო სიმპტომებით ორი პირია მოთავსებული. მათ კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. შეგახსენებთ, ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 27 დადასტურებული შემთხვევაა.








