ბოლნისში COVID-19 ხუთ ექიმს,სასულიერო პირს და მუნიციპალიტეტის თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  “კოვიდ 19”-ით ექიმები, სასულიერო პირი და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დაინფიცირდა. 

კორონავირუსით  სულ მედპერსონალის ხუთი წარმომადგენელია ინფიცირებული.. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მხარის პირევლი პირის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და მოსახლეობამ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. 

„მე პერიოდულად გაწვდიდით ინფორმაციას და ინფიცირებულებიდან დღევანდელი სტატისტიკით ხუთი მედპერსონალია, დანარჩენი უმრავლეს შემთხვევაში არიან ოჯახის წევრები. თუმცა არის კიდევ ორი ფაქტი, მათ შორის ერთი – სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ კარანტინის რეჟიმი დიდ ხანია, გავრცელებულია და სადაც მოღვაწეობს აღნიშნული სასულიერო პირი, მრევლი არ დადის, წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია და ვაფრთხილებ მოსახლოებას კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკაოთ და დავრჩეთ სახლებში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ოჯახური კავშირიდან არის ასევე  მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელიც თვითზიოლაციაში იმყოფებოდა.

„ერთ-ერთი ისევ ოჯახური კავშირიდან არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თუმცა თანამშრომელი დიდი ხანია,  თვითიზოლაციაშია. შესაბამის ზომებს რა თქმა უნდა ვიღებთ, მაგრამ წინსწრებით გარკვეული რისკები იყო, ვხედავდით და თითქმის 10 დღეზე მეტია, კავშირზე არ იყო მუნიციპალიტეტთან, მიუხედავად ამისა, კონტაქტებიდან გამომდინარე ის ხალხი თვითიზოლაციაშია, ვისთანაც გარკვეული რისკები და მჭიდრო კავშირები შეინიშნებოდა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა