ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. შედეგად მეორე დღეა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ.
ბოლნისში, კორონავირუსით ინფიცირების სულ 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთაგან 5 მედპერსონალია. დაავადებულია სასწრაფოს ორი მძღოლიც.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-ს შეადგენს. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.