ბოლნისში სასწრაფო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.  მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა, ვისაც ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტი ჰქონდა. 

უწყების ცნობით, ექიმებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 296 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა – 3, გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმშია – 4856 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458 ადამიანი რჩება.