მიხეილ ჩხენკელი – ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილების საკითხი არ განიხილება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

მისივე თქმით, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტის საათს განსაკუთრებული როლი ენიჭება, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

„როგორც მოგეხსენებათ, “ტელესკოლის” პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვით ეროვნული გამოცდების თარიღებს.

ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.