თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის დაახლოებით 50-მდე კონტაქტი დადგენილია.
როგორც თეთრიწყაროს მერი აცხადებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები ტესტის ჩატარებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, თეთრიწყაროში ექთანს “კოვიდ-19” გუშინ, 25 აპრილს, დაუდგინდა, რის გამოც ადმინისტრაციულ ცენტრში კარანტინი გამოცხადდა და ცენტრალური საავადმყოფო დაიკეტა.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 4 ბლოკ-პოსტია მოწყობილი. ამასთანავე კონტროლდება შესვლა და გამოსვლა.
მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი შემთხვევები კი, სამ სოფელში.