ვის შეუძლია მედიკამენტური დახმარების მიღება?! – რუსთავის მერიის პროგრამა

სასურსათო კალათით დახმარებასთან ერთად რუსთავში მედიკამენტური დახმარების პროგრამა მოქმედებს. მედიკამენტების მისაღებად მოქალაქეებმა რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. პროგრამით სარგებლობისთვის, რუსთაველებს უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ოჯახის ექიმთან ვიზიტი უნდა უფიქსირდებოდეთ.

რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მონაცემების პოლიკლინიკებში დამუშავების შემდეგ, მედიკამენტების შეძენა ხდება და შესაბამის სამსახურებს მოქალაქეებთან საჭირო მედიკამენტები ადგილზე მიაქვთ.

რუსთაველებს, კერძო სექტორის დახმარებით, ბავშვთა კვების მიღებაც შეუძლიათ.​

COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მოქმედი დახმარების პროგრამებით სარგებლობისთვის, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დარეკოს მერიის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 0(341) 25 51 27; 25 51 83; 27 00 05;​

ასევე, ქოლ-ცენტრის ნომრებზე: 0(341)25 51 09, 25 51 86, 25 50 98, 25 51 18, 25 51 42;

პროგრამების განსახორციელებლად თანხა ​მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჯამში, ამ დრომდე სასურსათო დახმარება 8 000-მდე ოჯახმა მიიღო. მედიკამენტური დახმარება 200 ადამიანმა მიიღო, ხოლო ბავშვთა კვებით 32 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა.

რუსთავის მერიის მედიკამენტური დახმარების პროგრამა

📢რუსთავში მედიკამენტური დახმარების პროგრამა მოქმედებს📢ვის შეუძლია მედიკამენტური დახმარების მიღება?!📢რუსთაველებს, სასურსათო და მედიკამენტური დახმარების გარდა, ბავშვთა კვების მიღებაც შეუძლიათ📢იხილეთ ბმული: https://bit.ly/2VEmZVj#მედიკამენტები #კორონავირუსი #დახმარება

Geplaatst door TV4.ge op Zondag 26 april 2020