იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2563 პაციენტი გამოჯანმრთელდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2563 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნისთვის გამოჯანმრთელების რეკორდული შედეგია.

სულ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 42 727-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 22 745. იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 172,434 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით იტალია მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პირველია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მეორე – ესპანეთი.