კორონავირუსი თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ახალი კოვიდინფიცირებული პირი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, რომლის ყველა კონტაქტი მოკვლეულია და მათ “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდათ.

კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისშიც.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, პაციენტების ოჯახის წევრები მკაცრ საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილები