თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. პაციენტი ე.წ. მარნეულის კლასტერიდან არის და კლინიკაში ის უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, კლინიკაში რჩება ერთი ძალიან მძიმე პაციენტი, ხოლო ექვს აქვს საკმაოდ მძიმე პნევმონია, თუმცა სტაბილურობა შენარჩუნებულია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული მათ შორის, გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, სამი კი გარდაიცვალა.