სოფელ ყარაჯალაში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი და მისი რვა მეგობარი დააჯარიმა,რომლებიც სოფელში გოგოს ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
შემთხვევა გუშინ საღამოს, ცხრა საათის შემდეგ , თელავის მუნიციპალიტეტის,სოფელ ყარაჯალაში მოხდა. პოლიციამ ცხრა პირი დააჯარიმა,რომლებმაც კომენდანტის საათის დროს,სოფლის სტადიონზე გულის ფორმის კოცონი აანთეს და ხელის თხოვნას აპირებდნენ. პოლიციამ შეზღუდვების დარღვევისთვის ცხრა პირი დააჯარიმა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით.
წყარო:ამბები.ჯი









