პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულელი ქალი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა.
“პაციენტი კრიტიკული კი არა ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ახლა ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი, გამოჯანმრთელებულია რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას, ის გადარჩა და COVID-19 ის გარეშე ეწერება კლინიკიდან,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, არიან ოქსიგენდამოკიდებულები და აგრძელებენ მკურნალობას.
დადებითი მდგომარეობა აქვს კლინიკაში მოთავსებულ ორსულ ქალებს და 3 მოზარდს.