“მარნეულში დღევანდელი მასობრივი შეკრებით კორონავირუსის გავრცელების რისკები გაიზარდა”

„ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მარნეულში დღეს გამართული საპროტესტო აქციის შედეგად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს. ამის შესახებ მან  „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კალოიანის თქმით, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საჭიროა გონივრული ფიზიკური დისტანცირება.

„დიახ, ვირუსის გავრცელების საფრთხე, შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს, მათ შორის, მარნეულში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხანია ჩვენ იქ ვირუსის ბევრი ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ბოლნისში მეტი შემთხვევებია, მარნეულში კონკრეტულად არ არის. დიახ, საზოგადოებრივმა თავშეყრამ, შეიძლება, ეს რისკები ნამდვილად გაზარდოს. რამდენად გაიზრდება და რამდენად გაგვიმართლებს ამჯერადაც, ვნახოთ, მაგრამ რისკები ნამდვილად გაიზარდა დღევანდელი მასობრივი შეკრებით“, – განაცხადა კალოიანმა.