მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უჭირთ, პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენენ და შესაბამისად,შემოსავლის წყარო დაკარგეს.
აქციის მონაწილეებმა მარნეულში გზა გადაკეტეს.
ადგილზე მივიდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.