მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაცია worldometers-ზე არის განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2,532,498 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 175,412-ს გადააჭარბა. ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 669,627 პაციენტი.
ამ დროისათვის კორონავირუსი 210 ქვეყნის ტერიტორიაზეა გავრცელებული.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.