N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში მათ მიერ გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 39 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.