პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა რუსთავსა და მარნეულს

პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა PL, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ფონდის დირექტორი იუსტინა კუცუკი და კომუნიკაციების მენეჯერი ეკატერინე ცვარიანი ესწრებოდნენ. სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო. 

სახელმწიფო რწმუნებულმა პოლონურ მხარეს ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და გლობალური გამოწვევის ფონზე მათი მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

,,მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების სახელით პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიმართ, რომელიც მათი პრეზიდენტის ინიციატივითაა შექმნილი. ისინი ყველგან, წლების მანძილზე, ხელს უწყობენ ევროპული ღირებულებების, საბაზრო ეკონომიკის, საჯარო და კერძო სექტორის – დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას და ამ გლობალურ გამოწვევაშიც ჩვენს გვერდით არიან“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.