რუსთავი ცხელების ცენტრში ამ დროისთვის ახალ კორონავიურსზე საკუთარი ტესტის პასუხს 3 პაციენტი ელოდება . მათი ანალიზები უკვე აღებულია და ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი. როგორც ცნობილია პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.
როგორც ტვ4- ს განუცხადეს ორი მათგანი თბილისიდან არის გადმოყვანილი , ხოლო ერთი სოფელ ნორიოდან. რაც შეეხება მათ სიმპტომატიკას, პაციენტებს ამ დროისთვის მომატებული ტემპერატურა და ხველა აღენიშნებათ.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდნენ, ცხელების ცენტრში ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადმოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული პაციენტების ანალიზების პასუხი უკვე ცნობილია, ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუსთავში 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.









