რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით შეყვანილ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა -ამის შესახებ tv4-ს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა პოლონეთდან ჩამოსულ ცხრა მოქალაქეზე.
სამედიცინო დაწესებულებაში 30 მარტიდან დღემდე 260 პაციენტი შევიდა, რომელთაგან 40 პაციენტი ცხლების ცენტრში გადიყვანეს. მათგან 9-ს covid 19 -ზე ტესტი ჩაუტარდა, ვირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა.
ამ დროის მონაცემებით , ცხელების ცენტრში არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.









