საკრებულოს დეპუტატისა და მისი შვილის ტესტის პასუხი გამოჯანმრთელებაზე დღეს გახდება ცნობილი

რუსთავის საკრებულოს დეპუტატისა და მისი შვილის  ტესტის პასუხი გამოჯანმრთელებაზე, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი-ამის შესახებ „TV4-ს”  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა განუცხადა.

 მისივე ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ტესტის პასუხები უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია საკრებულოს დეპუტატის ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის, დედ-მამა და ერთი მცირეწლოვანი შვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რუსთავში სულ კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 6 უკვე გამოჯანმრთელდა.