რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული

რუსთავის  ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. როგორც ცხლეების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, პაციენტი ,რომელსაც  “კოვიდ-19“ დაუდასტურდა რუსთავში ბოლნისიდან გუშინ გადმოიყვანეს. 56 წლის ქალი სავარაუდოდ,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება.

 ამასთან, კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა  ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 6 პაციენტის ანალიზების ნიმუშებზე.  TV4-ის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს, ნაწილმა კი საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლა.