რუსთავის ცხელების ცენტრის რვა პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
როგორც ცენტრალურ საავადმყოფოში Tv4-ს განუცხადეს, რვა პაციენტის ანალიზების ნიმუშები ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადააგზავნეს და ყველა მათგანის შემთხვევაში „კოვიდ 19“-ზე ტესტი უარყოფითია.
ცხელების ცენტრში ჯამში ტესტი 70-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთის შემთხვევაში დაფიქსირდა.