რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული ხუთი პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში ქრონიკას განუცხადეს, პასუხები დღეს გახდა ცნობილი და ყველა გაგზავნილ ანალიზის ნიმუშზე ლუგარის ლაბორატორიიდნ COVID19-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.
დღესვე ცენტრიდან დედაქალაქში 6 პაციენტის ანალიზის ნიმუში გადააგზავნეს, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუსთავის ცხელების ცენტრში, კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამედიცინო დაწესებულებაში ბოლნისიდან გადმოიყვანეს.